უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს - Palitra News

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს

2026-09-08 09:58:44+04:00

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია ექვსი ადამიანი. ასევე, ვრცლედება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ერთ-ერთ შენობაში ადამიანები იმყოფებოდნენ ჩარჩენილები. ხანძრები დაფიქსირდა პოდოლსკისა და დარნიცკის რაიონებშიც. ასევე სოლომენსკის რაიონში თავდასხმის შედეგად საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.