უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ კორუფციული სკანდალის გამოძიების ფონზე რუსლან კრავჩენკომ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც კრავჩენკო სოციალურ ქსელში წერს, მან გადაწვეტილება თავად მიიღო. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ, ასევე ქვეყნის პრეზიდენტსა და უმაღლეს რადას. როგორც უკრაინული მედია წერს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 სექტემბერს შეხვდა კრავჩენკოს და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს, დავით არახამიას. მედიის ცნობით, ამ შეხვედრის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ კრავჩენკო თანამდებობას დატოვებდა.