იშლება თუ არა რამდენიმე თვის წინ შექმნილი კოლაიცია - Palitra News

იშლება თუ არა რამდენიმე თვის წინ შექმნილი კოლაიცია

2026-09-08 12:45:11+04:00

რამდენიმე თვის წინ შექმნილი ალიანსის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებს.. განსაკუთრებით თვალსაჩინოა დაპირისპირება ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და პარტია „ახალს“ შორის. პარტიის წევრი ანა წითლიძე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ნიკა გვარამიას, 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს. მისი შეფასებით, გვარამიამ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ოპოზიციურ ერთობაზე წინ დააყენა და წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მოქმედებდა. საპასუხოდ, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ წითლიძის ბრალდებები მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. ოპოზიციურ სივრცეში არიან პოლიტიკური ჯგუფებიც, რომლებიც ამ პროცესების მიღმა არიან და ბრძოლის საკუთარ სტრატეგიას ირჩევენ