განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა - Palitra News

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

2026-09-08 12:35:50+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტომაშ დრაკერმა. მემორანდუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის კავშირების გაღრმავებას, ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. შეხვედრისას მინისტრებმა, მემორანდუმით გათვალისწინებული ინიციატივების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის კოორდინაციისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.