ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - Palitra News

ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

2026-09-08 12:46:59+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ბათუმში, მოქალაქისთვის თანხის მოპარვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად დანაშაული ვერ განახორციელეს. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.