მიგრაციის სამსახურმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევა - Palitra News

მიგრაციის სამსახურმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

2026-09-08 12:47:26+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: ინდოეთის, ეგვიპტის, თურქეთის, კუბის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების ჯამში 61 მოქალაქე. მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვენიდან უკვე გაძევებულია 3000-მდე პირი, რაც წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.