ყოფილმა გენერალურმა პროკურმა, ოთარ ფარცხალაძემ საბძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა. რუსულ გამოცემასთან საუბარში ფარცხალაძე-რომანოვი ამბობს, რომ მისი დანაყოფი ინტერნაციონალურია. ფარცხალაძის თქმით, მისი დანაყოფის დასახელება უკავშირდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს. მისი განმარტებით, საბრძოლო მოქმედებების დასაწყისიდანვე თავის გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება რუს სამხედრო მოსამსახურეებს, ახლა კი ეს დახმარება სულ სხვა ეტაპზე გადადის. პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. საკითხზე კეთდება პოლიტიკური შეფასებებიც.