2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში წინასწარი მონაცემებით, 468.8 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2025 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემზე 23.2%ით ნაკლებია. კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სააქციო კაპიტალის მოცულობამ 210.5 მლნ. დოლარი, ხოლო რეინვესტიციამ 300.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის მე-2 კვარტალში ინვესტორი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილზეა ჩინეთი 219.5 მლნ. დოლარით, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო 123.5 მლნ. დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები დაახლოებით 48 მლნ. დოლარით.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილ-ივნისის პერიოდში სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 83.3% შეადგინა.
რაც შეეხება ძირითად ეკონომიკის სექტორებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის თვალსაზრისით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები ლიდერობდა 207.6 მლნ. დოლარით; მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორი დაახლოებით, 120 მლნ. დოლარით; მომდევნო პოზიციაზე კი 59 მლნ დოლარით დამამუშავებელი მრეწველობის სექტორია.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით 82.4%ი შეადგინა.