2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა - Palitra News

2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა

2026-09-08 13:51:59+04:00

მშენებლობა ისევ ძვირდება, რაც ძირითადად ამ დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროეენერგიის ხარჯების ზრდას უკავშირდება. 2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. თუ თვის ჭრილში ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასის ზრდით, 6.4%-ით. წლის ჭრილში მშენებლობის ღირებულების ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის გაძვირებამ, ჯამურად 15.2%-ით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით. მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაზრდილია 30.3%-ით.