ვატო სურგულაძე - „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მედიკამენტები 100-დან 300%-მდე გაძვირდა - მოვითხოვთ, სახელმწიფომ პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის თანადაფინანსების პროგრამა შემოიღოს - Palitra News

ვატო სურგულაძე - „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მედიკამენტები 100-დან 300%-მდე გაძვირდა - მოვითხოვთ, სახელმწიფომ პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის თანადაფინანსების პროგრამა შემოიღოს

2026-09-08 14:18:01+04:00

„ოცნების” ხელისუფლების პირობებში მედიკამენტები 100-დან 300%-მდე გაძვირდა - განსაკუთრებითი მძიმეა საქართველოში პენსიონერების მდგომარეობა, რომლებსაც “ქართული ოცნება” დასცინის. მთავრობის წევრების ხელფასები ათასობით ლარით იზრდება, პენსიას კი მხოლოდ 20 ლარი ემატება - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად რეფერენტული ფასების დაწესებისა და მაგალითად, თურქული მედიკამენტების შემოტანისა, რეალურად მოსახლეობისთვის მედიკამენტების შესყიდვის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფორმა შედეგს არ იძლევა.

„მედიკამენტების, სამედიცინო ინვენტარისა და მომსახურებების ღირებულება კიდევ უფრო გაძვირდა. “ოცნების” ხელისუფლების პირობებში მედიკამენტები 100-დან 300%-მდე გაძვირდა. უფრო კონკრეტულად კი ბოლო 1 წლის განმავლობაში, ანტიბიოტიკები 14%-ით გაძვირდა; სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 12%-ით; ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 9%-ით; სტომატოლოგის მომსახურება 7%-ით; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 5%-ით და ა.შ. მიუხედავად რეფერენტული ფასების დაწესებისა და მაგალითად, თურქული მედიკამენტების შემოტანისა, რეალურად მოსახლეობისთვის მედიკამენტების შესყიდვის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება. ფაქტია, რომ "ოცნების" რეფორმა არ იძლევა შედეგებს და მოსახლეობა ვერანაირ შვებას ვერ გრძნობს. განსაკუთრებითი მძიმეა საქართველოში პენსიონერების მდგომარეობა, რომლებსაც “ქართული ოცნება” დასცინის. მთავრობის წევრების ხელფასები ათასობით ლარით იზრდება, პენსიას კი მხოლოდ 20 ლარი ემატება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, სახელმწიფო აქტიურად ჩაერთოს იმაში, რომ მოქალაქეები ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში მარტო არ დარჩნენ.

„ძლიერი საქართველო - ლელო” მოითხოვს: სახელმწიფომ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, შემოიღოს თანადაფინანსების პროგრამა. ამ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები ისე მიიღონ, რომ არ უწევდეთ არჩევანის გაკეთება სურსათსა და წამლებს შორის. არ უნდა არსებობდეს კითხვა მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებით. იმთავითვე ცხადია, რომ ადამიანს უნდა მიეწოდებოდეს ხარისხიანი მედიკამენტი დაავადების სამკურნალოდ. “ქართული ოცნება” და კონკურენციის სააგენტო ხელს არ უშლიან ჩვენი მოქალაქეების ძარცვას და მეტიც, თავად მდიდრდებიან ჩვენი მოქალაქეების გაღატაკების ხარჯზე!” - განაცხადა ვატო სურგულაძემ.