ირაკლი ღარიბაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს და ხელისუფლებას პოლიტიკური თამაშის წარმოებაში სდებს ბრალს. ახალ წერილში პატიმრობაში მყოფი ღარიბაშვილი ხელისუფლებისგან პასუხებს ითხოვს და აღნიშნავს, რომ მის კითხვებზე რეაგირების ნაცვლად, პროცესის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირება სცადეს. ხელისუფლების ოპონენტთა შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიზანი ყოფილი პრემიერის ოპოზიციასთან დაკავშირება და მისი წერილების პოლიტიკური გავლენის განეიტრალებაა.