ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტიებს შორის უთანხმოება მწვავდება - განსაკუთრებით კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახალს“ შორის. ანა წითლიძე ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის მარცხს, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ნაბიჯებს უკავშირებს. მისივე შეფასებით, გვარამიამ პირადი პოლიტიკური ინტერესები ოპოზიციურ ერთობაზე წინ დააყენა. გვარამია ამ ბრალდებებს მნიშვნელობას არ ანიჭებს. ამავდროულად, ოპოზიციური სივრცის სხვა ჯგუფები საერთო დაპირისპირებაში არ ერთვებიან და მოქმედების საკუთარ გზას ირჩევენ.