საქართველო ევროკავშირის გაფართოების ახალ ეტაპს მიღმა დარჩა - როგორ ეხმაურებიან საკითხს საქართველოში - Palitra News

საქართველო ევროკავშირის გაფართოების ახალ ეტაპს მიღმა დარჩა - როგორ ეხმაურებიან საკითხს საქართველოში

2026-09-08 15:57:36+04:00

საქართველო ევროკავშირის გაფართოების ახალ ეტაპს მიღმა დარჩა და ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულად მიიჩნევა. ევროკავშირის შეფასებით, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა 2024 წელს ხელისუფლების მოქმედებებმა ქვეყნის ევროპულ კურსს საფრთხე შეუქმნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ევროპული ინტეგრაციის შესაძლებლობა საქართველოს ბოლომდე არ დაუკარგავს. მათივე განმარტებით, ამ გზაზე დაბრუნება ხელისუფლების ცვლილებასა და დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოითხოვს.