საქართველოში 2026 წლის პირველ 8 თვეში 41 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ვერ შესრულდა - Palitra News

საქართველოში 2026 წლის პირველ 8 თვეში 41 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ვერ შესრულდა

2026-09-08 15:58:13+04:00

საქართველოში 2026 წლის პირველ 8 თვეში 41 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ვერ შესრულდა, მათი საერთო ღირებულება კი 3,6 მილიონ ლარს აჭარბებს. აღნიშნულ საკითხს ასევე გამოეხმაურნენ ოპოზიციის წარმომადგენლები - მათი შეფასებით, ყველა ჩავარდნილი პროექტი არის ხელისუფლების არაკომპეტენტურობისა და კორუფციის შედეგი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ჩავარდნილი პროექტების ღირებულებამ 3 602 000 ლარი შეადგინა. ყველაზე ძვირადღირებული, 365 000-ლარიანი ხელშეკრულება, მცხეთის მუნიციპალიტეტში მუხრანში ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობას ეხებოდა. მეორე ადგილზე 346 000-იანი პროექტია, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ განახლებაში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებდა. სიაში ასევე მოხვდა საბავშვო ბაღებისთვის 297 194 ლარის ღირებულების ქათმის ხორცის მიწოდების ტენდერი.