თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ეჭვი, რომლის თანახმადაც, საქართველოდან საწვავი რუსეთში ხვდება და იქ შექმნილი კრიზისის შემსუბუქებას ემსახურება - Palitra News

თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ეჭვი, რომლის თანახმადაც, საქართველოდან საწვავი რუსეთში ხვდება და იქ შექმნილი კრიზისის შემსუბუქებას ემსახურება

2026-09-08 15:58:46+04:00

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ეჭვი, რომლის თანახმადაც, საქართველოდან საწვავი რუსეთში ხვდება და იქ შექმნილი კრიზისის შემსუბუქებას ემსახურება - მისივე შეფასებით, რუსეთის ბაზების საწვავით მომარაგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ აფხაზ ხალხთან დაახლოება საწვავის მიწოდებით არ მიიღწევა და ამისთვის სხვა უსაფრთხოების პოლიტიკაა საჭირო. მისივე შეფასებით, ამ პროცესით საქართველოში მოქმედი გარკვეული კორუფციული ჯგუფები სარგებლობენ. დათუნაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ 1 700 ტონა საწვავი რუსეთის მასშტაბის პრობლემას ვერ გადაჭრის, თუმცა მისი მიწოდება საქართველოს ინტერესებთან შეუსაბამოდ მიაჩნია.