საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ოსტრიანი საქართველოში უკვე ჩამოვიდა და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობებს შეასრულებს. ამასთან, ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდა. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოსტრიანის ჩამოსვლით ახალი ეტაპი დაიწყო, ხოლო დიაზი მის წინა თანამდებობაზე დაბრუნდა.