ირაკლი ფავლენიშვილი განათლების სამინისტროს რუსული სკოლებისა და ბაღების გამრავლებაში ადანაშაულებს - Palitra News

ირაკლი ფავლენიშვილი განათლების სამინისტროს რუსული სკოლებისა და ბაღების გამრავლებაში ადანაშაულებს

2026-09-08 15:59:48+04:00

ირაკლი ფავლენიშვილი განათლების სამინისტროს რუსული სკოლებისა და ბაღების გამრავლებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი ნაწილი ავტორიზებული არაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, თბილისში რამდენიმე დაწესებულება რუსული კურიკულუმით მუშაობს. როგორც ფავლენიშვილი ამტკიცებს, აღნიშნულ დაწესებულებებში ბავშვები სწავლობენ, რომ საქართველო აგრესორია, ხოლო აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მსგავსი განათლება ქართულ საზოგადოებასთან გაუცხოებას აძლიერებს და რუსიფიკაციას ხელს უწყობს. ის განათლების მინისტრისგან ითხოვს განმარტებას, რატომ ფუნქციონირებს თბილისში არაავტორიზებული სკოლები და რატომ იზრდება მათი რაოდენობა.