რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ ღამის იერიშს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმისას რუსეთმა ხომალდსაწინააღმდეგო, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე 166 დრონი გამოიყენა. ძირითადი დარტყმები კიევისა და ოდესის რეგიონებზე განხორციელდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქში საცხოვრებელი შენობები და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა. უკრაინის პრეზიდენტმა თავდასხმას კომპლექსური უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი მაქსიმალური ზიანის მიყენებას ცდილობდა.