იემენელი „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთზე განხორციელებულ თავდასხმისას 73 ადამიანი დაშავდა - Palitra News

იემენელი „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთზე განხორციელებულ თავდასხმისას 73 ადამიანი დაშავდა

2026-09-08 16:00:55+04:00

იემენელი „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთზე განხორციელებულ თავდასხმისას 73 ადამიანი დაშავდა - მათ შორის ქალები და ბავშვები. დაჯგუფებამ საუდის არაბეთის რამდენიმე ქალაქს დაარტყა. ქვეყნის ხელისუფლებამ თავდასხმები დაგმო და „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღება დააანონსა. საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთში რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. ამავდროულად, „ჰუსიტების“ სპიკერმა განაცხადა, რომ დაჯგუფება საუდის არაბეთის სიღრმეში ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიის დაწყებას გეგმავს.