გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს 07:00-დან 07:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, ბურიანი, ნავდარაანთკარი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონი, გარბანი, გორისციხე და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებში, ლისზე, მსხალდიდსა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.