ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, თუმცა ორივე მათგანს სასჯელის ნაწილის ციხეში მოხდა მოუწევს. ბურჭულაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა განესაზღვრა. აქედან 3 წელს ის საპატიმროში გაატარებს, 2 წელი კი პირობითი იქნება. მხეიძეს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლებს აღკვეთა დაეკისრა. მას ციხეში 1 წლისა და 2 თვის გატარება მოუწევს, დანარჩენი ვადა კი პირობითად ჩაეთვლება. დამატებით, ის ასევე 100 000 ლარს გადაიხდის. საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და დახმარებას ეხება. გამოძიების ვერსიით, სქემაში ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა.