ირაკლი ღარიბაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს და ხელისუფლებას პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაში ადანაშაულებს. პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი გუშინდელ წერილში ხელისუფლებისგან მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხებს ითხოვს. მისივე შეფასებით, პასუხების ნაცვლად ხელისუფლებამ პროცესის ოპოზიციასთან დაკავშირება სცადა. ხელისუფლების ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ღარიბაშვილის ოპოზიციასთან დაკავშირება და მისი წერილების პოლიტიკური გავლენის შემცირებაა.