ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტიებს შორის დაპირისპირება ძლიერდება, განსაკუთრებით კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახალს“ შორის. ანა წითლიძე ოპოზიციის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ნაბიჯებს უკავშირებს. მისი შეფასებით, გვარამიამ პირადი პოლიტიკური ინტერესები ოპოზიციურ ერთობაზე მაღლა დააყენა. გვარამია ამ ბრალდებებს სერიოზულად არ განიხილავს. ამ ფონზე ოპოზიციური სივრცის სხვა ჯგუფები, როგორც თავად ამბობენ, ამ დაპირისპირებაში ჩართვას არ აპირებენ და საკუთარ პოლიტიკურ სტრატეგიას თავადვე წარმართავენ.