საქართველო ევროკავშირის გაფართოების ახალ ეტაპს მიღმა დარჩა, რის გამოც ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულად მიიჩნევა. ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს უნარჩუნებს, თუმცა აღნიშნავს, რომ 2024 წელს ხელისუფლების მოქმედებებმა ქვეყნის ევროპულ კურსს საფრთხე შეუქმნა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპული ინტეგრაციის შესაძლებლობა საბოლოოდ დაკარგული არ არის. მათივე შეფასებით, ამ გზაზე დასაბრუნებლად ხელისუფლების ცვლილება და დემოკრატიული რეფორმების გატარება იქნება საჭირო.