ირაკლი ფავლენიშვილი განათლების სამინისტროს თბილისში რუსულენოვანი სკოლებისა და ბაღების რაოდენობის ზრდაში სდებს ბრალს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, რამდენიმე დაწესებულება რუსული კურიკულუმით ფუნქციონირებს და ნაწილი ავტორიზებული არ არის. მისი მტკიცებით, ბავშვებს იქ საქართველოს აგრესორად, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს კი დამოუკიდებელ ქვეყნებად წარმოუდგენენ. ფავლენიშვილის შეფასებით, მსგავსი განათლება საზოგადოებაში გაუცხოებას აძლიერებს და რუსიფიკაციას უწყობს ხელს. ის განათლების მინისტრისგან დაწესებულებების საქმიანობისა და მათი რაოდენობის ზრდის მიზეზების განმარტებას ითხოვს.