ოთარ ფარცხალაძემ რუსეთში საბრძოლო დანაყოფი შექმნა და უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნა - Palitra News

ოთარ ფარცხალაძემ რუსეთში საბრძოლო დანაყოფი შექმნა და უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნა

2026-09-08 21:29:52+04:00

ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთში საბრძოლო დანაყოფი შექმნა და ის უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნა. რუსულ მედიასთან საუბრისას ფარცხალაძემ განაცხადა, რომ მისი დანაყოფი საერთაშორისო შემადგენლობისაა. მისი თქმით, სახელწოდება „გეორგიევსკი“ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება. ფარცხალაძის განცხადებით, ომის დაწყებიდან ის საკუთარ გუნდთან ერთად რუს სამხედროებს ეხმარება და საქმიანობა ახალ ეტაპზე გადადის. პარალელურად, მას ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად. ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.