„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ვატო სურგულაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მედიკამენტების ფასები 100-დან 300%-მდე გაიზარდა, რის გამოც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში პენსიონერები აღმოჩნდნენ. მისივე თქმით, რეფერენტული ფასებისა და თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის მიუხედავად, წამლების შეძენა მოსახლეობისთვის კვლავ პრობლემად რჩება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ბოლო ერთ წელში ანტიბიოტიკები 14-ით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები 12-ით, ანთების საწინააღმდეგოები 9-ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები კი 5%-ით გაძვირდა. ოპოზიციური პარტია მოწყვლადი ჯგუფებისთვის თანადაფინანსების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს.