საქართველოში 2026 წლის პირველ 8 თვეში 41 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ვერ შესრულდა, მათი ჯამური ღირებულება კი 3,6 მილიონ ლარს აჭარბებს. ჩავარდნილ პროექტებს ოპოზიცია ხელისუფლების არაკომპეტენტურობასა და კორუფციას უკავშირებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე ძვირადღირებული, 365 ათასი ლარის ხელშეკრულება, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობას ითვალისწინებდა. 346-ათასიანი პროექტი ხელვაჩაურის სოფელ განახლებაში წყლის ინფრასტრუქტურას ეხებოდა. სიაში 297 194-ლარიანი საბავშვო ბაღებისთვის ქათმის ხორცის მიწოდების ტენდერიც მოხვდა.