გივი მიქანაძე - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველო 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა - Palitra News

გივი მიქანაძე - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველო 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა

2026-09-08 21:33:32+04:00

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, გასული წლის PISA-ს კვლევის მიხედვით, საქართველომ სამივე ძირითად მიმართულებაში - მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - შედეგები გააუმჯობესა. მინისტრის განცხადებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველო 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. მინისტრის შეფასებით, გაუმჯობესდა განსაკუთრებით სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგები. კვლევამ ასევე აჩვენა ქალაქისა და სოფლის მოსწავლეებს შორის სხვაობის შემცირება და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ნაკლები გავლენა აკადემიურ მიღწევებზე.