ხობის სოფელ ჭალადიდში უწყლობის გამო მოსახლეობამ აქცია გამართა - Palitra News

ხობის სოფელ ჭალადიდში უწყლობის გამო მოსახლეობამ აქცია გამართა

2026-09-08 21:34:28+04:00

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მოსახლეობამ უწყლობის გამო საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების ინფორმაციით, წყლის პრობლემა მთელი ზაფხულის განმავლობაში არსებობდა, თუმცა მდგომარეობა განსაკუთრებით სექტემბერში დამძიმდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ უწყლობა ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს და საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაც უჭირთ. მათივე თქმით, პრობლემის შესახებ შესაბამის უწყებებს, მათ შორის ხობის მერიასა და წყალმომარაგების სამსახურს, არაერთხელ აცნობეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ და პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.