განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე „ნოვოროსიისკის მაზუთის ტერმინალის“ ტერიტორიაზე გაჩნდა.
„ნოვოროსიისკის მაზუთის ტერმინალი“ ნოვოროსიისკის საზღვაო-სავაჭრო პორტის ნაწილია და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 4 მილიონ ტონას შეადგენს.
ნოვოროსიისკის მოსახლეობის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ნოვოროსიისკის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ ხანძრის გაჩენის ფაქტი დაადასტურა, თუმცა მიყენებული ზიანის მასშტაბი არ დააკონკრეტა.