ვფიქრობ, არის შესაძლებლობა უახლოეს კვირებში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლებისთვის სამოქმედო გეგმა შემუშავდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვიმედოვნებ, მოლაპარაკებების განახლების გზის პოვნა შესაძლებელი იქნება, რომელშიც აშშ ყოველთვის მზად არის, რომ შუამავლის როლი შეასრულოს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
ასევე, მარკო რუბიომ გასულ შაბათ-კვირას მოსკოვსა და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტების დროს გამართულ მოლაპარაკებებს „შინაარსიანი“ უწოდა.
„შაბათ-კვირას, როგორც კიევში, ისე მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები, შინაარსიანი იყო“, - აღნიშნა რუბიომ.
ცნობისთვის, 8 სექტემბერს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა „დადებითად შეაფასა აშშ-ის შუამავლობა“.
ასევე, უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ „რუსეთს ევროპის წინააღმდეგ აგრესიული გეგმები არ აქვს“.