ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს და ხელისუფლებას პოლიტიკური თამაშის წარმოებაში სდებს ბრალს.
ღარიბაშვილი მის მიერ დასმულ კითხვებზე ხელისუფლებისგან პასუხებს ითხოვს და აცხადებს, რომ კონკრეტული პასუხების ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ პროცესის ოპოზიციასთან დაკავშირება სცადეს.
ხელისუფლებაში ამ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ექსპრემიერი შეცდომაშია შეყვანილი და სპეკულაციურ განცხადებებს ავრცელებს. ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი მისი ოპოზიციასთან დაკავშირებასა და წერილების პოლიტიკური გავლენის შემცირებას ცდილობს.
ამ ფონზე ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.