ირაკლი კობახიძე პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას - Palitra News

ირაკლი კობახიძე პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

2026-09-09 09:56:41+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს და ხვალ, 10 სექტემბერს პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში ჩაერთვება. ღონისძიებაზე დასწრების მიწვევა მას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გაუგზავნა.

სამიტის თანათავმჯდომარეები საფრანგეთი და გერმანია იქნებიან. შეხვედრის მთავარი თემები კოსმოსის სფეროში მეცნიერებას, კვლევას, უსაფრთხოებასა და თავდაცვას შეეხება.

მაკრონის მიერ გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ სამიტის მიზანი კოსმოსის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა იქნება. ყურადღება ასევე დაეთმობა კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებას, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და სექტორის მდგრადობას.