ოპოზიციურ სივრცეში დაპირისპირება მწვავდება. პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე კრიტიკულად გამოეხმაურა.
ორივე განცხადება წინასაარჩევნო პერიოდსა და ნიკა გილაურის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას უკავშირდება. ოპოზიციური ჯგუფების ნაწილი კი აცხადებს, რომ ამ დაპირისპირებაში ჩართვას არ აპირებს და საკუთარ პოლიტიკურ სტრატეგიას დამოუკიდებლად განსაზღვრავს.
ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს ტრადიციულად აკრიტიკებს „ქართული ოცნება“. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ დაპირისპირება ოპოზიციის ნაწილის დაშლას გამოიწვევს და ისინი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთიანი სახით ვერ მივლენ.