რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა - Palitra News

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

2026-09-09 09:58:08+04:00

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი „ნოვოროსიისკის მაზუთის ტერმინალის“ ტერიტორიაზე გაჩნდა. ტერმინალი ნოვოროსიისკის საზღვაო-სავაჭრო პორტის ნაწილია და მისი წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 4 მილიონ ტონას შეადგენს.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.