აშშ-ის სამხედრო ძალებმა ხუთი ირანული ნედლი ნავთობის გადამზიდი ტანკერი გაანადგურეს - Palitra News

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ხუთი ირანული ნედლი ნავთობის გადამზიდი ტანკერი გაანადგურეს

2026-09-09 09:58:40+04:00

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ხუთი ირანული ნედლი ნავთობის გადამზიდი ტანკერი გაანადგურეს. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო გემზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ორჯერ სცადა.

ამერიკული მხარის განცხადებით, სამხედრო გემმა ორივე თავდასხმის მცდელობა წარმატებით აირიდა და რეგიონულ წყლებში პატრულირება განაგრძო. ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად აშშ-ის სამხედრო პერსონალიდან არავინ დაშავებულა.