რუსებმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტს დაარტყეს, არის მსხვერპლი - Palitra News

რუსებმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტს დაარტყეს, არის მსხვერპლი

2026-09-09 09:59:33+04:00

რუსებმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან საზღვარზე მდებარე „სტაროკოზაჩეს“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დრონებით იერიში მიიტანეს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

„სტაროკოზაჩეს“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებების გავლა შეჩერებულია.