მორიგი კრიტიკა ევროკავშირიდან - რას ამბობენ პოლიტიკოსები - Palitra News

მორიგი კრიტიკა ევროკავშირიდან - რას ამბობენ პოლიტიკოსები

2026-09-09 12:41:32+04:00

ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ სასამართლოს პოლიტიკურ გამოყენებასა და რეპრესიულ ზომებს აკრიტიკებს. ამის შესახებ გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ სერვონე დ’ურსომ, ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები უნდა დაიცვას. ამასთანავე, ევროკავშირი თბილისს მოუწოდებს, რომ გააუქმოს ან გადახედოს საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო კანონებს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოპოზიციონერების, უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკავებები.