ჩინეთმა საქართველოში ინვესტიციების მოცულობით დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო - Palitra News

ჩინეთმა საქართველოში ინვესტიციების მოცულობით დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო

2026-09-09 12:42:37+04:00

ჩინეთმა საქართველოში ინვესტიციების მოცულობით დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, რასაც ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას უკავშირებს. მისი შეფასებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ზრდა ქვეყნისთვის საზიანოა და მიზნად კონტროლის გაძლიერებას ისახავს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 8 სექტემბრის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ჩინეთმა საქართველოში 219.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და პირველ ადგილზე გავიდა. დიდმა ბრიტანეთმა 123.5 მილიონი დოლარით მეორე ადგილი დაიკავა.