ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს და ხელისუფლებას პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაში ადანაშაულებს.
ღარიბაშვილი ხელისუფლებისგან მის მიერ დასმულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ითხოვს. მისივე განმარტებით, პასუხების ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლები მისი საქმის ოპოზიციასთან დაკავშირებას ცდილობენ.
ამ ბრალდებებს მმართველ გუნდში უარყოფენ და აცხადებენ, რომ ექსპრემიერი შეცდომაშია შეყვანილი და სპეკულაციურ განცხადებებს ავრცელებს.