ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საპატიმროში შიმშილობას იწყებს.
ახლად გამოქვეყნებულ წერილში ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ძალადობისა და ტერორის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მას მუქარაში ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს რესტორანში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მან დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ადგილზე შეიარაღებული დაბრუნდა.