ოპოზიციურ სივრცეში დაპირისპირება გრძელდება - რას ამბობენ პარტიებში - Palitra News

ოპოზიციურ სივრცეში დაპირისპირება გრძელდება - რას ამბობენ პარტიებში

2026-09-09 12:44:31+04:00

ოპოზიციურ სივრცეში დაპირისპირება გრძელდება. „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე კრიტიკულად გამოეხმაურა.

ორივე განცხადება წინასაარჩევნო პერიოდსა და ნიკა გილაურის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას უკავშირდება. ოპოზიციური ჯგუფების ნაწილი დაპირისპირებაში ჩართვას არ აპირებს და საკუთარი პოლიტიკური კურსის გაგრძელებას გეგმავს.

მიმდინარე პროცესს აკრიტიკებს „ქართული ოცნება“. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მისი ნაწილის დაშლას გამოიწვევს და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს ისინი ერთიანი სახით ვერ შეხვდებიან.