იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა. ჩხრეკისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და ნარკოტიკების შესაფუთი მასალები ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.