მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება უახლოეს კვირებში შესაძლოა მოხდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, შუამავლის როლი შეასრულოს.
რუბიომ მოსკოვსა და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტებისას გამართულ მოლაპარაკებებს შინაარსიანი უწოდა.
8 სექტემბერს ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარიც გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, პუტინმა აშშ-ის შუამავლობა დადებითად შეაფასა.