ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ზამთრისთვის მზადება განიხილა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ზამთრისთვის მზადება განიხილა

2026-09-09 12:36:19+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ზამთრისთვის მზადება განიხილა. მხარეებმა FREYJA-ს ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

ზელენსკიმ სტორესთან შეხვედრისას ნორვეგიის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მწუხარება გამოთქვა მეფე ჰარალდ მეხუთის გარდაცვალების გამო. უკრაინის პრეზიდენტი დღეს ნორვეგიის მონარქის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

ჰარალდ მეხუთე 28 აგვისტოს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, ჰოკონ მერვემ დაიკავა.