რა გზავნილები ისმის ევროკავშირიდან და როგორ პასუხობს ამას მმართველი გუნდი - Palitra News

რა გზავნილები ისმის ევროკავშირიდან და როგორ პასუხობს ამას მმართველი გუნდი

2026-09-09 15:44:11+04:00

„ქართული ოცნება“ ევოკავშირის კრიტიკის მთავარი ადრესატად რჩება, თუმცა ურთიერთკრიტიკისა და ბრალდებების ფონზე, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ევროპაში ოფიციალურ ვიზიტებს მართავენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, წევრ ქვეყნებთან დიალოგი გრძელდება, რათა აჩვენონ, რომ ბრიუსელი ევროკავშირის ინტერესებს აზიანებს. ქვეყნის პირველი კანონმდებელი ამ მისიით, ბელგია-ლუქსემბურგში ჩასვლას აპირებს. ვიდრე, შალვა პაპუაშვილი წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს მიმართ არსებულ პოლიტიკაზე იმსჯელებს, იქამდე, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს დაესწრება პრემიერი. ირაკლი კობახიძე, საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მიწვევით გაემგზავრა.