ანა წითლიძემ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ნარკობიზნესის ხელშეწყობაში დაადანაშაულა - Palitra News

ანა წითლიძემ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ნარკობიზნესის ხელშეწყობაში დაადანაშაულა

2026-09-09 15:49:01+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ნარკობიზნესის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. როგორც წითლიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ნარკოტიკები დღეს განსაკუთრებით ხელმისაწვდომია. მისი შეფასებით, ახალგაზრდები იმაზე მეტად არიან დაუცველები, ვიდრე ოდესმე. წითლიძე ასევე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა გაზრდილია და ხელისუფლება ნარკობიზნესის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას ვერ ახერხებს.