თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა. ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საპატიმროში შიმშილობს. ის მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ახლად გამოქვეყნებულ წერილში ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ძალადობისა და ტერორის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვაზეა დაბარებული ელიზბარაშვილის მეუღლეც. ელიზბარაშვილი ერთი კვირის წინ დააკავეს. პროკურატურა მას მუქარაში ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს რესტორანში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მან დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ადგილზე შეიარაღებული დაბრუნდა.