აშშ-ის სამხედრო გემებზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, აშშ ირანულ ნავთობტანკერებზე დარტყმებს აანონსებს - Palitra News

აშშ-ის სამხედრო გემებზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, აშშ ირანულ ნავთობტანკერებზე დარტყმებს აანონსებს

2026-09-09 15:52:10+04:00

აშშ-ის სამხედრო გემებზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, აშშ ირანულ ნავთობტანკერებზე დარტყმებს აანონსებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ხუთი ირანული ნედლი ნავთობის გადამზიდი ტანკერი გაანადგურეს, მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო გემზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ორჯერ სცადა. მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ნავთობტანკერებზე დარტყმების საპასუხოდ, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიშის შესახებ გამოაცხადა.